რუსთავის ცენტრალურ პარკში კანოე-კაიაკის ფესტივალი გაიმართა #1TVSPORT
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიასთან არსებულ ტბაზე კანოე-კაიაკის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყო 200-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობაში. ერთმანეთს 2009, 2010 და 2011 წელს დაბადებული სპორტსმენები დაუპირისპირდნენ.
ფესტივალში თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და დუშეთის გუნდები იყვნენ ჩართულები. შეჯიბრებაში მონაწილეობა როგორც პროფესიონალმა, ისე მოყვარულმა ნიჩბოსნებმა მიიღეს. საპრიზო ადგილის მფლობელებს სიგელები და მედლები გადაეცათ.