ოლიმპიურ კომიტეტში ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
ოლიმპიურ კომიტეტში ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ  წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 8 მაისს ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხოვრების შესახებ წიგნი დედამ, დოდო ხარაზიშვილმა დაწერა. ახალგაზრდა მოციგავეს  ოჯახის წევრები იმ ისტორიებს ყვებიან, რომელიც საზოგადოებისთვის დღემდე ნაკლებად იყო ცნობილი.

წიგნი ქართულ და ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

ნოდარ ქუმარიტაშვილი 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში დაიბადა. ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო. მონაწილეობა მიიღო ბევრ საერთაშორისო შეჯიბრში და  მრავალი წარმატება მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში, საკვალიფიკაციო დაშვებისას დაიღუპა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე.

ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა „ოლიმპიური ორდენით“ დააჯილდოვა .