ვანკუვერის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა #1TVSPORT
ვანკუვერის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა #1TVSPORT

2010 წელს ვანკუვერის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის და, ზოგადად, ოლიმპიური მოძრაობისთვის ტრაგიკული ფაქტით დაიწყო.

თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.

ნოდარ ქუმარიტაშვილმა ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. გადაწყვეტილება ბაკურიანის საკრებულომ მიიღო.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა:

1912 წელი – სტოკჰოლმი. ფრანცისკო ლაზარო

1960 წელი – რომი. კნუტ იენსენი

1964 წელი – ინსბრუკი. როზ მილნი

2010 წელი – ვანკუვერი. ნოდარ ქუმარიტაშვილი