საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას წიგნის „თავისუფლება – პროცესი სამართლიანობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მან ქართველ დიპლომატს წიგნის გამოცემა მიულოცა და ხაზი გაუსვა პუბლიკაციის შინაარსის – სამართლიანობისა და თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მისი თქმით, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა ქართველთა იდენტობის განუყოფელი ნაწილია  და ასევე წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული არჩევანის – ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მთავარ ფუნდამენტს. დამსწრეებს სიტყვით მიმართა წიგნის ავტორმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ. მან ვრცლად ისაუბრა წიგნის შინაარსობრივ ნაწილზე და მის მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები, ასევე  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.