ოლაფ შოლცი - გერმანიამ არასდროს უნდა დაუჭიროს მხარი ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებს
ოლაფ შოლცი - გერმანიამ არასდროს უნდა დაუჭიროს მხარი ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებს

გერმანიამ არასდროს უნდა დაუჭიროს მხარი ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

„ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის კაპიტულაციას, არის ის, რასაც ჩვენ გერმანიაში არასდროს უნდა დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი ასევე პუტინის შეთავაზებას გამოეხმაურა და მას უცნაური სამშვიდობო შეთავაზება უწოდა.

„მან თქვა, რომ ის მზად არის, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, თუ უკრაინა ასევე აღიარებს თავისი ტერიტორიის ანექსიას. ეს აჩვენებს, რამდენად ცინიკურად ფიქრობენ ისინი და რომ რუსეთის პრეზიდენტს არანაირი განზრახვა არ აქვს, შეწყვიტოს ეს აგრესიული ომი“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინაში მიმდინარე ომის მხარე არ გახდება და ის, როგორც კანცლერი, ამის გარანტიას იძლევა.