ოლაფ შოლცი – ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელია შარლ მიშელი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ომს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდამჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს შოლცი.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება.
Viktor #Orbán is visiting Putin as Hungarian Prime Minister. In foreign policy, the European Council is represented by Charles Michel.
The EU’s position is very clear: we condemn the Russian war of aggression. Ukraine can rely on our support.— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) July 5, 2024