ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ სტარმერის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრინციპული და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალური ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, მან სტარმერს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა ბრიტანელი ხალხის მოლოდინის გამართლებაში.
„მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ სტარმერის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრინციპული და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ამასთან, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.
„განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზები, მათ შორის უპრეცედენტო 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმების მომზადება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
I was pleased to speak with @Keir_Starmer on the day of his appointment as Prime Minister of the United Kingdom.
I congratulated Sir Keir Starmer on his election victory and wished him success in fulfilling the British people’s expectations of the new government.
I am grateful…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 5, 2024