ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, გერმანიის კანცლერმა უარყო კრიტიკა თავისი მთავრობის მიმართ, უკრაინაში იარაღის მიწოდების ნაკლებობასთან დაკავშირებით და ჩამოთვალა ის იარაღები, რომლებიც უკვე ჩავიდა უკრაინაში და რომლებიც ჯერ მიწოდების პროცესშია.

მისი თქმით, მიწოდებულ იარაღებს შორის არის საზენიტო ტანკები Gepard და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Panzerhaubitze 2000, ხოლო მიწოდების პროცესში საჰაერო თავდაცვის სისტემები Iris-T და საარტილერიო რადარები Cobra.

„გერმანია აწვდის ბევრ იარაღს და ამავე დროს არის ყველაზე თანამედროვე, ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესში“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის იმ იარაღით უზრუნველყოფას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება.