საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2.2 მილიარდი დოლარი გამოუყო 

11:21, 04.07.2024

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გაფართოებული დაფინანსების ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში 2.2 მილიარდი დოლარი გამოუყო.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ თანხა სახელმწიფო ხარჯებს, მათ შორის, საჯარო მოხელეთა, ექიმების და მასწავლებლების ხელფასებს მოხმარდება.

მსგავსი