ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძარი დუშეთის რაიონის სოფელ მუგუდასთან ახლოსაა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების რისკის გამო ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.