ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქალაქ ცხინვალის სიმბოლური სახელწოდება „სტალინირი“ იქნება
ოკუპირებული ცხინვალში გადაწყვიტეს, რომ ქალაქ ცხინვალის სიმბოლური სახელწოდება „ქალაქი სტალინირი“ იქნება.
როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში იუწყებიან ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შესაბამისი გადაწყვეტილება „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ მიიღო.
„ქალაქ ცხინვალის სიმბოლურ სახელწოდებად დადგინდეს „ქალაქი სტალინირი“. ეს სახელწოდება გამოყენებული იყო დიდი სამამულო ომის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს. კერძოდ კი, 9 მაისს – გამარჯვების დღეს და 22 ივნისს – დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს“, -ნათქვამია დადგენილებაში.
ბიბილოვმა დაავალა ე.წ. სამინისტროებსა და უწყებებს, აღნიშნულ დღეებში „ისტორიული სახელწოდების „ქალაქ სტალინირის“ პოპულარიზაციის ხელშესაწყობად ღონისძიებები დაგეგმონ“.