ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გრიგორი კარასინს შეხვდა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გრიგორი კარასინს შეხვდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა – ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო „ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კოორდინაციის განმტკიცების გზები და კავკასიაში არსებული ვითარება“. ინფორმაცია რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.