გრიგორი კარასინი – რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ

11:01, 29.08.2023

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინი, ფედერაციის საბჭოს სხვა რამდენიმე წევრთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის მიერ უკანონო აღიარების 15-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

„რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყველანაირად უჭერდა მხარს და დაუჭერს სახელმწიფო მშენებლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში“, – განაცხადა კარასინმა.

მსგავსი