გრიგორი კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ
გრიგორი კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინი, ფედერაციის საბჭოს სხვა რამდენიმე წევრთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის მიერ უკანონო აღიარების 15-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

„რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყველანაირად უჭერდა მხარს და დაუჭერს სახელმწიფო მშენებლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში“, – განაცხადა კარასინმა.