ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს სამი დღით კეტავს
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვარი 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით იკეტება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის განმარტებით, დროებითი შეზღუდვის დაწესება ოკუპირებულ რეგიონში „სიმამაცისა და სახალხო ერთობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.
ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება 22 ნოემბრის 06:00 საათზე შეწყდება და 25 ნოემბრის დილის საათებში განახლდება.