ოკუპირებული ცხინვალი სამი თავშესაფრის მოწყობას გეგმავს
ოკუპირებული ცხინვალი სამი თავშესაფრის მოწყობას გეგმავს

ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის დასაცავად სამი თავშესაფრის მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი აზმატ ჩოჩიევი ამბობს, ერთი თავშესაფრის მოწყობა სამიდან ხუთ მილიონამდე რუბლი დაჯდება.

მისივე თქმით, დღეს ცხინვალში მოსახლობის დასაცავად, 12 თავშესაფარი არსებობს, თუმცა არც ერთი მათგანი სათანადოდ არა არის აღჭურვილი.

აზმატ ჩოჩიევმა მოუწოდა ე.წ. უწყებებს, რომელთა კუთვნილ შენობებშიც ბუნკერებია განთავსებული, მოაწესრიგონ თავშესაფრების მდგომარეობა, რათა საჭიროების შემთხვევაში იქ მოსახლეობის ჩაყვანა მოხერხდეს.