გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში მათი 64 თანამშრომელი დაიღუპა
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში მათი 64 თანამშრომელი დაიღუპა

7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 64 თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ავრცელებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გუშინ განხორციელებული იერიშების შედეგად გაერო-ს სააგენტოს თანამშრომელი, მისი მეუღლე და 8 ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სახლში იმყოფებოდნენ.

სააგენტოს წარმომდგენლების ინფორმაციით, ის 450 თავშესაფარი, რომელსაც ღაზის სექტორში გაერო აკონტროლებს, გადავსებულია, რის გამოც თავშესაფრებში სხვადასხვა დაავადების გაჩენის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.