ოკუპირებული აფხაზეთში, გალის რაიონში ხანძარს ებრძვიან. ე.წ. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ხანძარი ბუნებრივად გაჩნდა, ძლიერი ქარის გამო კი სწრაფად გავრცელდა.
ხანძრის ეპიცენტრი სოფელი მახუნჯიაა. როგორც ადგილზე აცხადებენ, შესაძლოა, ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწიოს.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ასევე ეხმარება ენგურჰესის სახანძრო ჯგუფი.