ოკუპირებულ ცხინვალში რეზონანსული საქმეების გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ოკუპირებულ ცხინვალში დღეს საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართა. ადგილობრივი მედია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ცხინვალის ცენტრში 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ რეზონანსული საქმეების გამოძიების დაჩქარება და დამნაშვეების დასჯა მოითხოვეს.
მისივე თქმით, „არასანქცირებულ მიტინგზე“ სიტყვით გამოვიდნენ ე.წ. დეპუტატებიც.
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ინალ ჯაბიევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმაში ადანაშუალებდნენ.
საპროტესტო აქციებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა.