ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ „საქართველოს დაკავებული მოქალაქე მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა“
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივლისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მაღლაკელიძე ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.
სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების მტკიცებით, მღებრიშვილმა დაკავებისას თქვა, რომ სოფელ არცევსა და გრომში მისი ინტერესის მთავარ საგანს ღამურების კოლონები წარმოადგენდა.
სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, 2012 წლიდან ღამურების მიმართ ინტერესს თბილისში განთავსებული ლუგარის ცენტრი იჩენს. პროექტის მიზნებად კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შემდეგ პუნქტებს ასახელებენ: 1. დაჭერა და არალეტალური შერჩევა ხუთი წლის განმავლობაში (2018-20230) 2. 20 000 ნიმუშის შეგროვება და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საქართველოსა და იორდანიაში.