ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 28 წლის ზაქარია ბუთხუზი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.