ოფშორულ ზონებში თანხების გადარიცხვაზე ბრალდებებს ერდოღანი სიცრუეს უწოდებს
ოფშორულ ზონებში თანხების გადარიცხვაზე ბრალდებებს ერდოღანი სიცრუეს უწოდებს

ოფშორულ ზონებში მილიონობით დოლარის გადარიცხვაზე ოპოზიციის ბრალდებებს თურქეთის პრეზიდენტი ტყუილს უწოდებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ სიცრუის ავტორებს სასამართლოში უჩივლებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ოპოზიციას მოუწოდა, დოკუმენტები ხალხს და პროკურორებს აჩვენონ.

28 ნოემბერს ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, ქემალ კილიჩდაროლუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა კუნძულ მენზე Bellway Limited-ში 15 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

ერდოღანის თქმით, „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ არის და მოღალატეობრივი საქმიანობითაა დაკავებული.