რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში თანამონაწილეობისგან

21:41, 06.06.2024

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, შეწყვიტონ „მის დანაშაულებში თანამონაწილეობა“.

„ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის საბრძოლო მასალითა და იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, ახლა თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში თანამონაწილეობისგან“, განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ საკმარისი არ გააკეთა ღაზის სექტორში „ხოცვა-ჟლეტის“ დასასრულებლად. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა „კეთილსინდისიერ და პასუხისმგებელ მხარეს, აიღონ საჭე“, რათა ღაზაში ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაში დაეხმარონ.

შეგახსენებთ, ისრაელის ბოლო ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 7 ოქტომბრის შემდეგ 36 600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

მსგავსი