ვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამერიკელ წარმომადგენლებთან შევთანხმდით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე. ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს ერთობლივი ნაბიჯები შეერთებულ შტატებთან ერთად მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ამერიკულმა მხარემ იცის, რა შეიძლება იყოს ეფექტური რუსეთზე გავლენის მოსახდენად და უკრაინისთვის რეალური დახმარების გასაწევად“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ითხოვს, რომ ფრონტის ხაზზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სთარშილდის“ სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნას.
მისი თქმით, შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ფრონტის ხაზზე და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორია ჩვენია, ეს ჩვენი სუვერენული მიწაა და იქ სიჩქარის შეზღუდვები ძალიან, ძალიან ცუდ სიგნალს აგზავნის. ეს ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, შევაჩეროთ რეაქტიული „შაჰედები“ და სხვა დრონები. ამასთან, ეს რუსეთს აძლევს სიგნალს, რომ ამერიკა ჩვენს დროებით ოკუპირებულ მიწას რატომღაც შესაძლოა, სხვაგვარად ეპყრობოდეს. ველოდებით, რომ სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.