აშშ-ში ყველა ფრენა დროებით შეჩერდა, აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია მიზეზად „განსაკუთრებულ გარემოებებსა და უსაფრთხოებას“ ასახელებს

01:28, 14.11.2026

აშშ-ში ყველა ფრენა დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია აცხადებს.

ფრენების შეჩერების მიზეზად უწყება „განსაკუთრებულ გარემოებებსა და უსაფრთხოებას“ ასახელებს.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პრობლემა საჰაერო მოძრაობის კონტროლის რეგიონულ ცენტრებში კავშირგაბმულობას ეხება. ეს ცენტრები ქვეყნის მასშტაბით ფრენებს მართავენ.

„ფრენები შეჩერებული დარჩება შემდგომ შეტყობინებამდე. საერთაშორისო რეისები ინდივიდუალურად განიხილება“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

აშშ-ში ფრენები ქვეყნის მასშტაბით ბოლოს 2023 წლის იანვარში შეჩერდა, როცა გაფრთხილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. მანამდე ასეთი რამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა.

მსგავსი