ნიუ ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

00:54, 14.11.2026

ნიუ ორლეანის პორტში, მდინარე მისისიპზე ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ტანკერი Atlantic Asphalt-ი ნაპირთან მდგარ გემ American Heritage-ს შეეჯახა. გემი კომპანია American Cruise Lines-ს ეკუთვნის.

შემთხვევის ადგილზე პორტის პოლიციის, ნიუ ორლეანის სახანძრო სამსახურისა და პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ. სანაპირო დაცვამ მდინარის ერთი მონაკვეთი ყველა გემისთვის დახურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა ამ დროისათვის რამდენიმე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, სამაშველო ოპერაცია კი ჯერ ისევ გრძელდება.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების უწყებები სამაშველო სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ. პრიორიტეტი დაზარალებულთა უსაფრთხოება და გადარჩენაა“,  – აღნიშნულია განცხადებაში.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი და რამდენი ადამიანი დაშავდა, ჯერ დაზუსტებული არ არის.

მსგავსი