მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს – „ბრიუსელი ძალიან შესაფერისია, რადგან უკრაინის დაფინანსების საკითხი ახლა ევროპას არყევს“

23:12, 13.11.2026

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი ამბობს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

ლე პენის განმარტებით, შესაძლოა, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართოს, რადგან, მისი აზრით, ეს ადგილი განსახილველ თემას  – უკრაინის დაფინანსების საკითხს, შეესაბამება.

„ვფიქრობ, ეს ადგილი ძალიან შესაფერისია, რადგან უკრაინის დაფინანსების საკითხი ახლა ევროპას არყევს“, – აღნიშნა ლე პენმა.

გასულ თვეს მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების  შემთხვევაში უკრაინისთვის დახმარებას შეწყვეტს. მოგვიანებით, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანია.

მსგავსი