დონალდ ტუსკი – ევროპის სახელით მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა ჩაერთვება, სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში, პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება, ჩვენი დრო დადგა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა გადაწყვეტილება ევროპის წარმომადგენლობის შესახებ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
მისი თქმით, საქმე უკრაინაში მშვიდობასა და მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება.
ტუსკის განცხადებით, ევროპის სახელით რუსეთთან, უკრაინასა და აშშ-თან მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, და ევროპული ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას.
„ევროპის სახელით რუსეთთან, უკრაინასა და აშშ-თან მოლაპარაკებებში ხუთი ევროპული ქვეყანა, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი და ევროპული ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას. სასწორზეა მშვიდობა უკრაინაში და პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება. ჩვენი დრო დადგა“, – აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
Pięć europejskich państw: Francja, Włochy, Polska, Niemcy i Wielka Brytania (E5) oraz instytucje europejskie uczestniczyć będzie w imieniu Europy w negocjacjach z Rosją, Ukrainą oraz USA. Stawką jest pokój w Ukrainie i bezpieczeństwo Polski i całej Europy. To nasz czas.
— Donald Tusk (@donaldtusk) November 13, 2026