ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 314 104​ აცრაა ჩატარებული, 4 სექტემბერს აიცრა 22 733 პირი
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 314 104​ აცრაა ჩატარებული, 4 სექტემბერს აიცრა 22 733 პირი

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 314 104 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 4 სექტემბერს აიცრა 22 733 პირი.

ამასთან, ერთი დოზით აცრილია 838 356 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.4 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 475 748, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.7 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 74 ინფიცირებული.