ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში საპენსიო რეფორმა 750 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა
საფრანგეთში ხელისუფლების საპენსიო რეფორმა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქებში სამთავრობო რეფორმის წინააღმდეგ 750 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, პროფკავშირების ინფორმაციით კი, საპროტესტო აქციებში ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პარიზში, ნანტსა და რენსში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა პარიზში, სადაც ურნები დაწვეს და მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს. საპროტესტო გამოსვლებში საჯარო მოხელეთა 10-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთში მოქალაქეები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას აპროტესტებენ. საფრანგეთის პარლამენტში სამთავრობო კანონპოექტის განხილვა დაიწყო.