ოჩამჩირეში თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტანი გაიტაცეს.
როგორც აფხაზური მედია ოჩამჩირის რაიონის ე.წ. გამგებლის მოადგილის, სლავიკ კუჩუბერიაზე დაყრდნობით წერს, თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტანი სელიმ კაია 9 თებერვალს, დაახლოებით 21 :45 საათზე გაიტაცეს. მედია წერს, რომ კაია კაფედან გამოვიდა და ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცის მანქანაში ჩაჯდა, პორტამდე რომ მისულიყო.
თუმცა რამდენიმე მეტრში მანქანა ორმა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა გააჩერა. მძღოლი ჩამოსვეს, ხოლო სელიმ კაია თან წაიყვანეს.
ავტომანქანა დღეს დილით გალი- ოჩამჩირის გზაზე იპოვეს. მანქანის საქარე მინა დაცხრილულია. ს
ალონში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი და მასრები. სისხლის კვალი მანქანაში არ იყო, აცხადებს კუჩუბერია.
ამ დრომდე თურქი კაპიტნის ბედი უცნობია. ე.წ. სამართალდამცველები სელიმ კაიას უშედეგოდ ეძებენ.