შალვა პაპუაშვილი - მთავარი გამოწვევაა ქვეყნის ოკუპაცია და ამისთვის ის ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რასაც წლებია, ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ზეწოლა და სამშვიდობო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მთავარი გამოწვევაა ქვეყნის ოკუპაცია და ამისთვის ის ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რასაც წლებია, ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ზეწოლა და სამშვიდობო პოლიტიკა

როცა ოჩამჩირეზე საუბრობენ, ისიც უნდა გაიხსენონ, რომ მისი პირველი რეკონსტრუქცია 2009 წელს მოხდა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ყველა ასეთ პროცესს ჩქმალავდნენ, თავისთავად, ეს არის ოკუპაციის თანმდევი პროცესი და ოკუპაციის მძიმე შედეგები, რომელიც არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი დამატებითი გამოწვევაც.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ პორტის და ბაზის გარეშეც საქართველოს ტერიტორიაზე, მის ოკუპირებულ ნაწილებში ბაზირებულია რუსეთის რეგულარული არმია. სინამდვილეში, მთავარი გამოწვევაა ქვეყნის ოკუპაცია და ის სამხედრო კონტინგენტი, რაც იქ დგას. ამ საკითხებს სრული სიფხიზლით უნდა მივუდგეთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დამატებითი გამოწვევა და ამისთვის ის ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რასაც წლებია, ვიყენებთ. ეს არის საერთაშორისო ზეწოლა და სამშვიდობო პოლიტიკა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენმა თანამოქალაქეებმა ბოლომდე გააცნობიერონ, რომ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, ქართველ ხალხთან ერთად ცხოვრება მათთვისაც ერთადერთი სწორი გზაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.