ოჩამჩირეში თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტანი გაიტაცეს

16:41, 10.02.2018

ოჩამჩირეში თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტანი გაიტაცეს.

როგორც აფხაზური მედია ოჩამჩირის რაიონის ე.წ. გამგებლის მოადგილის, სლავიკ კუჩუბერიაზე დაყრდნობით წერს,  თურქული თევზსაჭერი სეინერის კაპიტანი სელიმ კაია 9 თებერვალს, დაახლოებით 21 :45 საათზე გაიტაცეს. მედია წერს, რომ კაია კაფედან გამოვიდა და ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცის მანქანაში ჩაჯდა, პორტამდე რომ მისულიყო.

თუმცა რამდენიმე მეტრში მანქანა ორმა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა გააჩერა. მძღოლი ჩამოსვეს, ხოლო სელიმ კაია თან წაიყვანეს.

ავტომანქანა დღეს დილით გალი- ოჩამჩირის გზაზე იპოვეს. მანქანის საქარე მინა დაცხრილულია. ს

ალონში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი და მასრები. სისხლის კვალი მანქანაში არ იყო, აცხადებს კუჩუბერია.

ამ დრომდე თურქი კაპიტნის ბედი უცნობია. ე.წ. სამართალდამცველები სელიმ კაიას უშედეგოდ ეძებენ.

მსგავსი