ნორვეგიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდის რამდენიმე ძრავის ამუშავება მოხერხდა
ნორვეგიის სანაპიროსთან მყოფი საკრუიზო ხომალდის რამდენიმე ძრავის ამუშავება მოხერხდა. გემი ამჟამად უახლოესი პორტისკენ გადაადგილდება.
გემ „ვიკინგ სკაის“ ტექნიკური პრობლემები გუშინ შეექმნა. ხომლადზე 1300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.
სულ ნაპირზე მაშველებმა 400-მდე ადამიანი გაიყვანეს. დაშავებულია რვა, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.