მედიის ცნობით, იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდზე მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს
მედიის ცნობით, იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდზე მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს

იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ პრინცესზე“ მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება.

გემზე კარანტინი 4 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კარანტინის ხანგრძლივობა გაიზარდოს.