მედიის ცნობით, იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდზე მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს
იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ პრინცესზე“ მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება.
გემზე კარანტინი 4 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კარანტინის ხანგრძლივობა გაიზარდოს.