იტალიაში საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამო 6 000 ადამიანს გემიდან ჩასვლის უფლებას არ აძლევენ
იტალიაში საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამო 6 000 ადამიანს გემიდან ჩასვლის უფლებას არ აძლევენ

საკრუიზო ხომალდ „კოსტა სმერალდაზეკორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამო, იტალიაში, ჩივიტავეკიას პორტში 6 000 ადამიანს გემიდან არ უშვებენ.

იტალიური გამოცემა, „ანსას“ ინფორმაციით, ჰონგ კონგელი ცოლ-ქმარი საკრუიზო ხომალდის ჰოსპიტალში არიან იზოლირებული. გრიპის ზომიერი სიმპტომები მხოლოდ ქალს აღენიშნება, თუმცა უსაფრთხოების გამო მამაკაციც იზოლირებულია.

კორონავირუსის გამორიცხვის მიზნით, ექიმები ნიმუშების შედეგებს ელოდებიან, რომელიც რომში, სპალანძანის ჰოსპიტალში გაგზავნეს. პასუხები 30 იანვრის შუა დღემდე უნდა გაირკვეს. ჰონგ კონგელი წყვილი მილანის მალპენსას აეროპორტში 25 იანვარს ჩავიდნენ და სავონაში მიემგზავრებოდნენ. საკრუიზო ხომალდზე ჩინეთის 751 მოქალაქეა. „კოსტა სმერალდაჩივიტავეკიას პორტამდე, მარსელში, ბარსელონასა და პალმა დე მალიორკაზე გაჩერდა.