ნორვეგიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდიდან ევაკუაციის დროს რვა ადამიანი დაშავდა
ნორვეგიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდიდან ევაკუაციის დროს რვა ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. როგროც „ბიბისი“ წერს, გემზე ძირითადად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ნორვეგიის სანაპიროსთან გემ „ვიკინგ სკაის“ ერთ-ერთი ძრავი მწყობრიდან გუშინ გამოვიდა, რის გამოც ხომალდიდან 1300 ადამიანის ევაკუაცია მიმდინაროებს. სამაშველო ოპერაციაში ხუთი ვერტმფრენი მონაწილეობს. ჯერ ნაპირზე 397 მგზავრი გამოიყვანეს. ადგილზე გააგზავენს სამაშველო გემიც, თუმცა მისი ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.
მოგვიანებით, გემის ეკიპაჟმა, ერთ-ერთი ძრავის ამუშავება შეძლო. ხომალდი ამჟამად უახლოეს პორტთან მიახლოებას ცდილობს. სამაშველო ოპერაციას რთული მეტეოროლოგიური პიროებები აფერხებს. ძლიერი ქარის გამო ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.