ნორვეგიის საკრუიზო ხომალდი ზღვაში შექმნილი პრობლემის შემდეგ ქალაქ მოლდეს პორტში დაბრუნდა
ნორვეგიის საკრუიზო ხომალდი ზღვაში შექმნილი პრობლემის შემდეგ ქალაქ მოლდეს პორტში დაბრუნდა

ნორვეგიის საკრუიზო ხომალდი ზღვაში შექმნილი პრობლემის შემდეგ ქალაქ მოლდეს პორტში დაბრუნდა. საკრუიზო გემს ნორვეგიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან შტორმის დროს ძრავებზე შეექმნა პრობლემა და განგაშის სიგნალი გაგზავნა.

სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, გემიდან ვერტმფრენებით 500-მდე ადამიანი გადაიყვანეს. მოგვიანებით ტექნიკოსებმა ერთ-ერთი ძრავის ამუშავება შეძლეს.

საკრუიზო ხომალდზე საერთო ჯამში 1373 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. 20 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.