ნორვეგიაში ტურისტულ ბორანზე ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც 54 მგზავრის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ სტავანგერის მახლობლად, ზღვაში მოხდა. ბორანს ცეცხლი პოპულარული ტურისტული ადგილის, Pulpit Rock-ის მახლობლად გაუჩნდა.
ცეცხლმოკიდებული ხომალდიდან მგზავრების ევაკუაცია ახლომდებარე ნავებითა და იალქნიანი გემებით განხორციელდა.
ნორვეგიის სამაშველო სამსახურების წარმომადგენლის ინფორმაციით, ცეცხლი ბორანზე სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.