„ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები 11 ივნისს ბერლინში შეხვედრას გამართავენ
„ნორმანდიული ოთხეულის“, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები 11 ივნისს ბერლინში შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„დიახ, შეხვედრა იგეგმება 11 ივნისს“, – განაცხადა კარასინმა რუსული მედიის შეკითხვაზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინული კრიზისის დარეგულირების ყველა საკითხი, მათ შორის დონბასში გაერო-ს მისიის განთავსება.
„დახურული თემები იქ არ არის, ნორმანდიული ფორმატი სწორედ ამისთვისაა შექმნილი“, -აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების „ნორმანდიული ფორმატი“ 2014 წლიდან მოქმედებს. „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოს 2017 წლის თებერვალში მიუხნენში შეხვდნენ ერთმანეთს.