ცნობილი გახდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გერმანიის ნაკრების საბოლოო განაცხადი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ზედმეტი ოთხი ფეხბურთელი სახლში გაუშვა.
ეს ოთხი უიღბლო ფეხბურთელია: მეკარე კევინ ტრაპი (პსჟ), ჯონათან ტა (“ლევერკუზენი”), სებასტიან რუდი (“ბაიერნი”) და ნილს პეტერსენი (“ფრაიბურგი“).
ამის შემდეგ, გერმანიის ნაკრების საბოლოო 23-კაციანმა განაცხადმა ასეთი სახე მიიღო:
მეკარეები – ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (“ბარსელონა”, ესპანეთი);
მცველები – ჯერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), მატიას გინტერი (“გლადბახი“), იონას ჰექტორი (“კიოლნი“), მატს ჰუმელსი (“ბაიერნი”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), მარვინ პლატენჰარდტი (“ჰერტა”), ანტონიო რიუდიგერი (“ჩელსი”, ინგლისი), ნიკლას ზიულე (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები – იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), ლეონ გორეტცკა (“შალკე”), ილქაი გიუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), სამი ხედირა (“იუვენტუსი”, იტალია), ტონი კროოსი (“რეალი”, ესპანეთი), მესუთ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), მარკო როისი (“დორტმუნდი”);
ფორვარდები – მარიო გომესი (“შტუტგარტი“), თომას მიულერი (“ბაიერნი”), ლეროი სანე (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი“).