ნოიერი - „ბაიერნმა“ ოცნება რეალობად აქცია
ნოიერი - „ბაიერნმა“ ოცნება რეალობად აქცია

მიუნხენელი ჩემპიონების კაპიტანმა და კარის დარაჯმა ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ პსჟ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მეექვსედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი.

„ძნელია, ასეთი ემოციების ფონზე შეკითხვებს პასუხი გასცე, – ციტირებს მანუელ ნოიერის სიტყვებს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი. – ჩვენ ოცნება რეალობად ვაქციეთ.

ფინალის მოგებაში თითოეულმა საკუთარი წვლილი შეიტანა და ეს საერთო, გუნდური გამარჯვებაა. არასდროს განმიცდია თამაშისგან მსგავსი სიამოვნება და ეს ყველაფერი გუნდის დამსახურებაა“, – აცხადებს „ბაიერნის“ მეკარე.

საინტერესოა, რომ მანუელ ნოიერი ფეხბურთის ისტორიაში გახდა მესამე მეკარე-კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.