გერმანული მედია - ნოიერმა კვლავ ტრავმა მიიღო და უცნობია, მოედანზე როდის დაბრუნდება #1TVSPORT
გერმანული მედია - ნოიერმა კვლავ ტრავმა მიიღო და უცნობია, მოედანზე როდის დაბრუნდება #1TVSPORT

„ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო და უცნობია, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, – იუწყება Bild-ი.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ნოიერი მიუნხენური კლუბის ექიმებმა კვირას გასინჯეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში მეკარე ვარჯიშზე აღარ გამოჩენილა. აღნიშნავენ, რომ ნოიერს მუხლის ტრავმა აქვს და უცნობია, როდის დასრულდება სარეაბილიტაციო პერიოდი.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა 2023 წლის იანვარში ფეხი მოიტეხა და მოედანზე დაბრუნება მხოლოდ რვა თვის შემდეგ მოახერხა. მიმდინარე სეზონში მეკარემ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა 15 გოლი, რვა შეხვედრაში კი კარი „მშრალად“ შეინახა.