ნოიერი და ტერ-შტეგენი გერმანიის ნაკრებში რიგრიგობით ითამაშებენ
ნოიერი და ტერ-შტეგენი გერმანიის ნაკრებში რიგრიგობით ითამაშებენ

ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო ორ ტურში, გერმანიის ნაკრები 16 ნოემბერს ბელარუსის ნაკრებს მიონხენგლადბახში მიიღებს, 19 ნოემბერს კი ფრანკფურტში ითამაშებს ჩრდილოეთ ირლანდიასთან. გერმანელთა დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, რომ თავის ორივე მეკარეს სათამაშო დრო მისცეს, – წერს გაზეთი „კიკერი“.

კერძოდ, შაბათის მატჩში ითამაშებს „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი, სამშაბათს კი კარს „ბარსელონას“ გოლკიპერს მარკ-ანდრე ტერ-შტეგენს დაუთმობენ.

ექვს მატჩში 15 ქულით, C ჯგუფში გერმანია მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს ჰოლანდიას, სამით ნაკლები – ჩრდილოეთ ირლანდიას.