ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამართალდამცავი ორგანოებისა და მოხელეთა დანაშაულის გამოძიების ფუნქცია ემატება
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამართალდამცავი ორგანოებისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია ემატება, – ამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პირველი ნოემბრიდან ჩვენი სამსახურისთვის ახალი ეტაპი იწყება. გვემატება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის სამართალდამცავი ორგანოებისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. ჩვენი მიზანია, გამოძიების ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ობიექტური, გამოძიება მიმდინარეობდეს სწრაფ და შემჭიდროებულ ვადებში, რადგან მსგავსი გამოძიება და პროცესი საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს არ აჩენდეს“, – განაცხდა ლონდა თოლორაიამ
როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საგამოძიებო დეპარტამენტის დაკომპლექტება მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა.