კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ინსპექტორის სამსახურის რეფორმისას მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის დაცვის უზრუნველყოფა
კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ინსპექტორის სამსახურის რეფორმისას მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის დაცვის უზრუნველყოფა

არ გამოვხატავ რაიმე ფორმულას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის დაცვის უზრუნველყოფა, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას ხვდება.

„მოხარული ვარ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც ეხება, თუ სად არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი და სამუშაო. მანამდე უკვე გამოვთქვი სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში საახალწლოდ მოხდა; როგორც ვნახეთ, ეს იყო ნაჩქარევი, რათა პროცესი არ ყოფილიყო საკმარისად ინკლუზიური ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის თვალსაზრისით და უზრუნველეყო სათანადო გარანტიები ამ სამსახურის გამართული ფუნქციონირების შესახებ. არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, გამემართა დისკუსია მიღებული გაკვეთილების საფუძველზე და როგორ უნდა უზრუნველგვეყო ის, რომ ეს სამსახური სწორი მიმართულებით განვითარებულიყო მომავალში. თუმცა, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ყველა ყოფილიყო ბორტზე, რათა უზრუნველგვეყო ამისთვის სათანადო მხარდაჭერა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია, მუშაობდეს აღნიშნული სამსახური.

„რეალურად, ეს იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი და ჩვენ ასევე საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ინსტიტუტში და მის წინამორბედში – მონაცემთა დაცვის ოფისში, ექსპერტიზისა და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რადგან ეხება კონტროლისა და ბალანსის უზრუნველყოფას, როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილს და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ გამოთქმული შეშფოთება ახლა იქნება გათვალისწინებული და აისახება, როდესაც პროცესი წინ წავა.

მე არ გამოვხატავ რაიმე ფორმულას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის დაცვის უზრუნველყოფა, მიმდინარე ფუნქციონირება, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თვალთვალისა და კონტროლისას, ასევე მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით, როგორც ამისი ნაწილი, ისევე, რომ ყველას შეეძლოს, დაეყრდნოს ამ ფუნქციებს სწორად ფუნქციონირებისთვის მომავალშიც“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.