საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა
საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კი, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაუქმებულია.

„სასამართლომ დაადგინა, რომ გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, როდესაც პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა კანონის გათვალისწინებით. გაუქმდეს 2 000-ლარიანი ჯარიმა“, – განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

დატოვე კომენტარი