ნიუ-იორკში ტყუპი ძმები ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ბრალდებით დააკავეს
ნიუ-იორკში ტყუპი ძმები ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ბრალდებით დააკავეს. ეჭვმიტანილები კრისტიან და ტაილერ ტოროები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიან ტორო ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. სამსახურიდან წასვლის შემდეგ, სკოლისთვის დაბრუნებულ პორტატულ კომპიუტერში თანამშრომლებმა ელექტრონული წიგნი აღმოაჩინეს, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად ინსტრუქციებს შეიცავდა.
სკოლის მოსწავლეებმა კი სამართალდამცველებს განუცხადეს, რომ მათი ყოფილი პედაგოგი პიროტექნიკიდან დენთის გამოცალკევების სანაცვლოდ, მათ 50 დოლარს უხდიდა.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო მასალები, რომლებიც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად არის საჭირო.