ნიუ იორკში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა
ნიუ იორკში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ქალაქის მერიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით New York Post წერს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა ექვსი იყო. ასევე წერდნენ 15 დაშავებულზე, რომლებსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდათ. თვითმხილველების ცნობით, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ბრონქსში ცეცხლი ხუთსართულიან შენობას გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას 160 მეხანძრე ცდილობს. ხანძრის სიმძიმე კი მეოთხე კატეგორიით შეფასდა.
საცხოვრებელი სახლი, სადაც ხანძარია, ბრონქსის ზოოპარკის სიახლოვეს მდებარეობს.